აბასთუმნის ობსერვატორიამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება
22 აგვისტო 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აბასთუმანში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბასთუმანი-ყანობილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო და კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე პროექტზე პასუხისმგებელ პირებს სამუშაოების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულების შესახებ დამატებითი მითითებები მისცა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმანი-ყანობილის გზის კმ 1-კმ 5 მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე ქსელის, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და კიუვეტების მოწყობა, გზებთან მიერთებების მოწესრიგება. ასევე მოეწყობა საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი მოინიშნება და შემოიფარგლება.
აბასთუმნის ობსერვატორიამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება, რაც ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრი პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქიმაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)