2019 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტებს უპრეცედენტო თანხა გამოეყო - რამაც 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი 270 მლნ. ლარიდან - 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 269.4 ლარის ღირებულების - 636 პროექტი, რაც გამოყოფილი თანხის 99.8 % - ს შეადგენს. ამ დროისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თითქმის 210 მლნ ლარის სამუშაოების შესრულებაზე.
და გადანაწილებულია შემდეგი მიმართულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
• გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია • წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია • საბავშვო ბაღების მშენებლობა • კეთილმოწყობის სამუშაოები • სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია • სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები
2019 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, გასულ წლებში გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით - 3 მნიშვნელოვანი პროგრამა დაემატა • სტიქიის პრევენციის პროგრამა • ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამა • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
სტიქიის პრევენციისთვის - წინასწარ ჩატარდა სამუშაოები განსაკუთრებული რისკის მქონე ლოკაციების იდენტიფიცირებისთვის და შედეგად გამოიყო 20 მლნ ლარი - ამ ბიუჯეტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საპროექტო და სამშენებლო შესყიდვის სამუშაოები, რაც ჯამში, დაახლოებით, 163 პროექტში აისახება.
ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამისთვის გამოიყო 20 მლნ ლარი და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით უკვე დაფინანსებულია 10,2 მლნ ლარის ღირებულების 75 პროექტი. პროგრამა 2 წელზეა გათვლილი და გეგმაშია 405 პროექტის განხორციელება. აქედან 262 - არსებული ამბულატორიის რეაბილიტაციაა, 104 - ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 39 - ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროექტებია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)