ახალციხეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება
27 მაისი 2026
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მოსწავლეებს უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოთი უზრუნველყოფს.
სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.
ახალი სასკოლო სივრცე თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)