ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს
16 აპრილი 2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტალის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4 % -ით შეასრულა.
3 თვის გეგმა 342.4 მლნ ლარი იყო, საკასო ხარჯმა კი 364.3 მლნ ლარი შეადგინა (გადაჭარბება 21.9 მლნ ლარია).
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 თვის დამტკიცებულ გეგმას, შესაბამისად, 18%-ით და 16%-ით გადააჭარბეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაზუსტებული გეგმის 96% , მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კი 94 % აითვისა
რაც შეეხება კრედიტებისა და გრანტების ნაწილს, სამინისტრომ პირველი კვარტალის გეგმას 24.7 მლნ ლარით გადააჭარბა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)