ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 თვის ბიუჯეტი 111%-ით შეასრულა
4 ივლისი 2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 105.6 მილიონი ლარის გადაჭარბებით ანუ 111 %-ით შეასრულა.
სამინისტროს 2022 წლის პირველი 6 თვის დამტკიცებული გეგმა 975.3 მილიონ ლარი იყო, ხოლო ბიუჯეტის შესაძლო საკასო შესრულებამ 1 მილიარდ 80.9 მილიონი ლარი შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 95 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10%-ით გაზარდა.
სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მაღალბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, 692.4 მილიონი ლარი აითვისა, რაც დამტკიცებული გეგმის 117%-ია. 106%-ით შეასრულა დამტკიცებული გეგმა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და 137.3 მილიონი ლარის ათვისება შეძლო. სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ პროექტები 235.2 მილიონი ლარით დაფინანსდა, რამაც გეგმის 101%-ს შეადგინა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)