სამინისტროში პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა
9 ივნისი 2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა.
ახალი დეპარტამენტი ზედამხედველობას გაუწევს სამინისტროს სისტემაში და მართვაში არსებული უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებს.
დეპარტამენტის ფუნქცია იქნება, ასევე, პროექტების კოორდინაცია და ხელშეწყობა, მათი მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი, პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.
ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გეგმების შეფასებაში, განხილვასა და შემუშავებაში; პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში.
ასევე, შეისწავლის და გააანალიზებს, მათ შორის ადგილზე მონიტორინგით, პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობას, მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
დეპარტამენტის შექმნის შესახებ სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ივნისს შევიდა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)