ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
10 ოქტომბერი 2023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტრანსპორტის სექტორის დირექტორ ჩენ ჩენს და ამავე სექტორის სპეციალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მიმართულების (საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ურბანული განახლების) პროექტების განვითარების პროგრესი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. თავის მხრივ, ბატონმა ჩენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსთან და კონკრეტულად, სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს და განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პროგრესს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)