ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის ყველა გვირაბზე და 88 ხიდზე მიმდინარეობს სამუშაოები
2 ივნისი 2022
„რიკოთი არის 52 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც 51 გვირაბი და 97 ხიდია. ყველა გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები, აქედან 24 უკვე გაჭრილია, 3 უკვე დასრულებული გვირაბით ვსარგებლობთ კიდეც, შარშან სექტემბერში გახსნილი 2 კმ-იანი მონაკვეთის ფარგლებში. 88 ხიდზე მიმდინარეობს ამჟამად სამუშაოები და ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი სამუშაოები უმეტეს მათგანზე მაღალი ტემპით პროგრესირებს,“- ასე უპასუხა რიკოთის გზის მშენებლობის პროგრესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, რიკოთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომლის განვითარებაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან მას ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობაც აქვს.
„სამუშაოების პროგრესის გათვალისწინებით, წელს დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული მონაკვეთების გახსნა. დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთები. ასევე, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე რიკოთის პარალელური გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე. აქ წელსვე დავიწყებთ გადართვებს, იმისათვაის რომ არსებული გზის გაფართოვება და შესაბამის სტანდარტში მოყვანაც შევძლოთ,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მთლიანობაში, რიკოთის 52 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების შესაბამისად, 2023 წელს არის დაგეგმილი.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)