კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩის დასუფთავების აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
28 ოქტომბერი 2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სატვირთო მანქანების, კონტეინერების, ქუჩის დასუფთავების და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვაზე.
პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)