26 მაისის ღონისძიებები ამბროლაურსა და მესტიაში 14:00 საათზე დაიწყება
25 მაისი 2023
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღონისძიებებს ორ რეგიონში, სვანეთსა და რაჭაში, უმასპინძლებს.
ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის სეტის მოედანზე და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, მოეწყობა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები.
საბავშვო სივრცეებში, პატარებისათვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მონაწილეობა მიიღონ ხატვის, კალიგრაფიის, ძერწვის და სხვა სახის მასტერკლასებში. მათ გართობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი.
საზეიმო ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება.
დღის განმავლობაში კონცერტებს გამართავენ ადგილობრივი შემსრულებლები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე - ტრადიციულად, შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
26 მაისის აღსანიშნი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება ქართველი შემსრულებლების კონცერტით. მესტიაში კონცერტს გამართავს ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „ბანდეროლი და DJ surguladze, ხოლო ამბროლაურში - ჯგუფი „ELLARGE”, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია და ზუკა ხუციშვილი.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა: „თავისუფლების სიყვარულით“.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)