მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი იმერეთში კონტრაქტორი კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა
22 ოქტომბერი 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების მდგომარეობა, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების საკითხები და სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები.
საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამუშაო პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა, რწმუნებულის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, დეტალურად განიხილეს იმერეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე იმსჯელეს 2027 წლისთვის დაგეგმილ სამუშაოებსა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე.
2026 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 158.9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1 681 პროექტია დაფინანსებული.
პროექტები მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული დაწესებულებების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და განახლებას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსგავს სამუშაო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს. შეხვედრების მიზანია მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების განხილვა და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას ადგილობრივი საჭიროებებისა და კერძო სექტორის გამოცდილების გათვალისწინება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)