მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19 დეკემბერი 2019
საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ორგანიზებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანაშრომლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების მერებმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა განიხილეს USAID GGI-ს ექსპერტის მიერ მომზადებული ინტერმუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებისა და მართვისთვის განსახორციელებელი ნაბიჯების გეგმა.
მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუსაფარ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების სფეროა, რომლის განხორციელება მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საქართველოს რეგიონებში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს, რომელთა მართვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გზით მოხდება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)