რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის 3 თვის ბიუჯეტი 104.8 %-ით შეასრულა
2 აპრილი 2025
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104.8%-ით ანუ 21.8 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 477.7 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (456.0 მილიონი ლარი) 21.8 მილიონი ლარით მეტია.
2025 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 315.3 მილიონი ლარი (გეგმის 106%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 107.1 მილიონი ლარი (გეგმის 103%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 44.4 მილიონი ლარი (გეგმის 102%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 9.1 მილიონი ლარი (გეგმის 107 %).
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)