რევაზ სოხაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
18 ივნისი 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან და ეკონომიკურ ატაშესთან რომან მურგაშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.
შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტები, მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული პროექტები.
თავის მხრივ, მატუშ ბუშოვსკიმ დადებითად შეაფასა საქართველოს ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე სიახლეები.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ორი ქვეყნის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე ესწრებოდნენ.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)