რევაზ სოხაძე - წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება
19 თებერვალი 2026
„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზეც - ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება,“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქუთაისში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას.
პარკში ასევე მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები.
განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული როგორც ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის, ისე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვიტარების ფონდი ახორციელებს.
ქუთაისის 1957 წელს დაარსებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ, რეაბილიტაცია მხოლოდ საფეხმავლო ზონას ჩაუტარდა.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)