ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რუსთავში, საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ორ საფეხბურთო მოედანს აშენებს.
ტექნიკური ცენტრის ფარგლებში აშენდება ორი სავარჯიშო სტადიონი, რომელთაგან ერთს ექნება 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება მსაჯის, მწვრთნელის, სამედიცინო და საკონფერენციო ოთახები. ორივე მოედანზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი.
პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)