რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა და მინისტრის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გაგი ბუაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მთის კურორტების განვითარების კუთხით, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საფრანგეთის ელჩმა მინისტრის მოადგილეებს ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ფრანგულ კომპანიებს მთის კურორტების განვითარების კუთხით გააჩნია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)